შეკუმშული ბუნებრივი გაზი
შეკუმშული ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი. იგი არ შეიცავს დანამატებს და უფრო ეკონომიურია ვიდრე სხვა საწვავი, როგორიცაა ბენზინი და დიზელი. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ავტომობილების გამართვა როგორც ბენზინითა და დიზელით, ისე შეკუმშული ბუნებრივი გაზით. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლის სექტემბრიდან სთავაზობს.

ვისოლ გაზი გთავაზობთ შეკუმშულ ბუნებრივ გაზს შემდეგ საცალო ფასში: 1.15 ლარი 

დღესდღეობით ვისოლის რვა გაზგასამართი სადგური ფუნქციონირებს წარმატებით თბილისში, თელავში, ხაშურში, ზესტაფონსა და საჩხერეში.

კომპანია განაგრძობს გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას და მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით ექნება მომხმარებელს საშუალება ისარგებლოს ვისოლ გაზის მაღალი ხარისხის მომსახურებით.

შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიმართულებით ვისოლგაზი თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro - სთან, რომლის ტექნიკური აღჭურვილობით ვისოლ გაზი მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო და უფრო მეტად ხელმისაწვდომ პროდუქტსა და მომსახურებას.

20 წლის განმავლობაში Aspro-მ განავითარა სრულყოფილი ტექნოლოგიები, რომელიც ხელს უწყობს ბუნევრივი გაზის მოხმარების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. Aspro-ს შეკუმშვის სისტემები იძლევა საუკეთესო შედეგებს ხუთივე კონტინენტზე და სრულად აკმაყოფილებს გაზგასამართი სადგურების სპეციფიურ მოთხოვნებს სხვადასხვა რეგიონებში. Aspro-ს შეკუმშვის სისტემებს მინიჭებული აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატები ISO 9001:2000, ევრო კავშირისა და ევრიტას ბიუროს მიერ, რაც აძლევს მას საშუალებას იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიოს მაშტაბით.

შეკუმშულ ბუნებრივ გაზს ვისოლი ფილტრაციის თანამედოვე სისტემით აწვდის მომხმარებელს, რითაც დამატებით გარანტიებს იძლევა პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ვისოლის გადაწყვეტილება მიეწოდებინა მომხმარებლისათვის შეკუმშული ბუნებრივი გაზი მიანიშნებს კომპანიის სტრატეგიაზე მოახდინოს თავისი პროდუქტების დივერსიფიკაცია და მიაწოდოს მომხმარებელს ისეთი პროდუქტი, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომია.
 


















 

 

მოგვწერეთ
...
მადლობთ, წერილი გაგზავნილია

სათაო ოფისი

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. № 74ბ
ტელ: +995 322 915 315
ფაქსი: +995 322 915 615
ელ-ფოსტა: office@wissol.ge

გაყიდვების დეპარტამენტი: sales@wissol.ge
მარკეტინგის დეპარტამენტი: marketing@wissol.ge

ცხელი ხაზი: *1000

ბათუმის სერვის ცენტრი

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 41
ტელ: + 995 422 27 54 42
ფაქსი: + 995 322 915 615/ + 995 422 27 54 42
ელ-ფოსტა: office@wissol.ge

გაზის დისტრ. თელავის სერვის ცენტრი

ქ. თელავი, არდოშვილის ქუჩა #15
ტელ: (2-50) 7 24 95
ელ-ფოსტა: telavgas@wissol.ge